დეიმონ უილსონი: ეს არ არის ისეთი შეიარაღება, რომელიც რუსეთს დაემუქრება, მაგრამ მას ეცოდინება-თუ საქართველოს თავს დაესხმება, პასუხს მიიღებს
დეიმონ უილსონი:  ეს არ არის ისეთი შეიარაღება, რომელიც რუსეთს დაემუქრება, მაგრამ მას ეცოდინება-თუ საქართველოს თავს დაესხმება, პასუხს მიიღებს
13:23 23.11.2017

„რადიო ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტის თხოვნით ვაშინგტონის

პოლიტოლოგიური ინსტიტუტის „ატლანტიკური საბჭოს“ ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა კომენტარი გაუკეთა აშშ-ის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის შესახებ.

 

 

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

 

-„ეს ფაქტი [საქართველოსათვის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს Javeli-ის მიყიდვა] მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაღიარებთ ყოველი სახელმწიფოს ფუნდამენტურ უფლებას თავდაცვის თაობაზე. ჩემთვის ძალიან უხერხული იყო მორალური თვალსაზრისით, რომ ამდენი დრო დაჭირდა გადაწყვეტილების მიღებას - სულ ერთია, საქართველო იქნებოდა თუ უკრაინა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია აშშ-ის სურვილით - დაეხმაროს განვითარებად, გარდამავალი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებს საკუთარი სახლის დაცვის მიზნით. ჩვენ ვნახეთ რუსეთის შეჭრის შედეგები საქართველოში, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ასევე ძალიან სამწუხაროა, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ვფიქრობ. გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენ [კავკასიის რეგიონში] კონფრონტაციის გამწვავება არ გვსურს. თუ სიტუაციის სტაბილიზება გვინდა, მაშინ მათთვის, ვისაც დემოკრატიული სისტემა აქვს, მაგალითად, საქართველოს, უსაფრთხოებისა და მშვიდობის  გარანტიებიც უნდა ჰქონდეს, რომ მან თავისი თავი დაიცვას. მოსკოვისათვის უფრო რთული იქნებ ავანტიურული და სარისკო ნაბიჯის გადადგმა ისეთი სახელმწიფოების მიმართ, როგორიც საქართველოა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია“.

 

-რა გავლენას მოახდენს ამ იარაღის საქართველოსათვის მიყიდვა რეგიონის უსაფრთხოებაზე?

 

-ვფიქრობ, ეს არის იმის სიგნალი, რომ აშშ მხარს უჭერს სახელმწიფოებს, რომლებიც საკუთარი თავის დაცვას ცდილობენ მტრებისაგან. ცხადია, ეს არ არის ისეთი შეიარაღება, რომელიც რუსეთს დაემუქრება, მაგრამ მას ეცოდინება - თუ საქართველოს თავს დაესხმება, პასუხს მიიღებს. მხარს ვუჭერ, რომ მსგავსი თავდაცვითი შეიარაღება ამერიკამ უკრაინასაც მიაწოდოს. მჯერა, რომ კიევმა ეს დაიმსახურა.

 

 

 

წყარო: «Радио Голос Америки»

 

 

 

ბეჭდვა