ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ
ინტერვიუ პაატა ბურჭულაძესთან: ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ
12:12 08.09.2017
ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა (ბასი) პაატა ბურჭულაძემ «Российская газета»-ს მისცა, ის საუბრობს თავის შემოქმედებით გეგმებზე რუსეთის მიხაილოვის თეატრის (ყოფილი მ.მუსორგსკის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის) დასში და იმ სპექტაკლებზე, რომლებშიც იგი მიიღებს მონაწილეობას. პაატა ბურჭულაძე განმარტავს იმასაც, თუ რატომ დათანხმდა რუსული თეატრის შეთავაზებას. იგი ეხება აგრეთვე საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც... (ესაუბრება ჟურანალისტი მარია ბაბალოვა).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
--------
„თეატრის საოპერო ჯგუფის ხელმძღვანელობა სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა შემომთავაზა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, მრავალჯერ ავწონ-დავწონე „ჰო“ და „არა, ბოლოს კი გავრისკე. შესაძლოა, ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ ვცხოვრობდი ერთ მუდმივ ადგილზე, თუმცა მე ბინები თბილისშიც მაქვს და ბერლინშიც. ახლა მთავარი ისაა, რომ მე ნამდვილად ვიქნები კარგ ვოკალურ ფორმაში, ხშირად გამოვალ სცენაზე. მე საოპერო ჯგუფის „მოთამაშე მწრთვნელი“ ვარ და არავითარ შემთხვევაში „საქორწინო გენერალი“.
„ჯერ-ჯერობით ჩემი კონტრაქტი სამწლიანი იქნება. ვფიქრობ, ეს ნორმალური ვადაა იმისათვის, ღირს თუ არა შემდგომ თანამშრომლობის გაგრძელება“.
[ჩემს კარიერაში] ბევრი რამ გავაკეთე, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა... ხელი შემიშალა იმან, რომ მე ზარმაცი ვარ და იმავდროულად მოაზროვნე. განსაკუთრებით კარგად ვფქირობ მაშინ, როცა ტელევიზორს ვუყურებ. თვალწინ რაღაც კადრები კრთება, მე ჩემთვის ვფიქრობ, გეგმებს ვაწყობ“.
- არ გეშინიათ თქვენი ქართველი კოლეგების კრიტიკისა იმის გამო, რომ რუსულ თეატრთან თანამშრომლობთ?
- მე პირიქით მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან ეს არის ყველა ჩვენთაგანისთვის საჭირო მცდელობა - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ხიდების აგების მიზნით. მე ძალიან მინდა ჩემს ხალხს დავეხმარო და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება ამ სიტუაციაში ჩართული მხარეების ბრძნული პოლიტიკური გადაწყვეტილების წყალობით. ამაში დარწმუნებული ვარ, კურთხევაც მაქვს მიღებული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისაგან. იგი ძალიან მზრუნველი ადამიანია და მართლმადიდებელი ხალხების მეგობრობას უფრთხილდება. იგი ყველას მუდმივად მოუწოდებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა რაც შეიძლება მალე მოგვარდეს.

ბეჭდვა