„ჯემ ფესტის“ დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან ფული არა
ფესტივალის ორგანიზატორებს, არამედ „ჯემ ფესტში“ მონაწილე არტისტებს გადაუხადა.
მისივე თქმით, ყველა კითხვას, რომელიც ამ ფესტივალის ირგვლივ არსებობს პასუხს გასცემს.
„არავითარ შემთხვევაში არ ვათქმევინებ ვინმეს, რომ მე რაიმეს ვემალები ან სადმე გავრბივარ. ყველა კითხვას აუცილებლად გავცემ პასუხს. აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენ ერთი თეთრი არ მიგვიღია ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ჩვენთვის ფული არ მიუცია. სახელმწიფომ მისცა ფული სოლომონს, მარტინ გარიკს და კიდევ რამდენიმე არტისტს. ის არტისტები ჩამოვიდნენ, დაუკრეს, წავიდნენ. ჩვენი ვალდებულება რაც იყო, რომ ფესტივალი უნდა ჩაგვეტარებინა, ჩავატარეთ,“ - განაცხადა სიგუამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბრისას.
