უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 20,1 პროცენტით იმატა
უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 20,1 პროცენტით იმატა
16:38 15.08.2017
მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მლნ აშშ დოლარი , ანუ 290.2 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.1 პროცენტით (20.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.
2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მლნ აშშ დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მლნ აშშ დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

ბეჭდვა