საკრებულოში დღეს დედაქალაქის ბიუჯეტის 1,3 მილიონით გაზრდაზე იმსჯელებენ
საკრებულოში დღეს დედაქალაქის ბიუჯეტის 1,3 მილიონით გაზრდაზე იმსჯელებენ
10:21 15.08.2017
საკრებულოს სხდომაზე დღეს თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.
ცვლილებები ბიუჯეტის დაახლოებით მილიონ 300 ათასით გაზრდას ეხება.
აღნიშნული თანხიდან ნახევარი მილიონის მობილიზება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდება და ის 13 ივნისის სტიქიისგან დაზარალებულებს მოხმარდება. დანარჩენ თანხის მოძიება კი ე.წ. კოეფიციენტის მომატებისთვის განკუთვნილი მოსაკრებელიდან იგეგმება, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის იქნება განკუთვნილი.

ბეჭდვა