გადამხდელთათვის რეგიონებში „ღია კარის დღეები“ გაიმართება
გადამხდელთათვის რეგიონებში „ღია კარის დღეები“ გაიმართება
16:37 10.08.2017
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, გადასახადების გადამხდელთათვის საქართველოს საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთში, გორსა და მარნეულში 14 – 18 აგვისტოს, შეხვედრებს სახელწოდებით „ღია კარის დღეები“ გამართავს.

შემოსავლების სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, „ღია კარის დღეების“ ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები გადასახადის გადამხდელთათვის საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, პრეზენტაციებს წარმოადგენენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში, გადამხდელები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას სხვადასხვა სიახლეების შესახებ.
„ღია კარის დღეებზე“ დასასწრებად, გადამხდელებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „ფორუმზე“.




ბეჭდვა