ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში მგზავრების რეგისტრაციის კუთხით არსებული შეფერხებები, რამდენიმე საათში აღმოიფხვრება.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიაწოდა.
მინისტრის ინფორმაცით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.
გიორგი გახარიას განმარტებით, არსებული ცნობით, პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღოიფხვრას.
„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია" - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
