ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებელს სამოგზაურო სესხს სთავაზობს
ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებელს სამოგზაურო სესხს სთავაზობს
10:02 30.06.2012
საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში სამოგზაუროდ ბანკი „რესპუბლიკა“ მომხმარებელს სესხს სთავაზობს.
ბანკის ინფორმაციით, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს სასურველი მიმართულება და “რესპუბლიკის” ნებისმიერ ფილიალში, მხოლოდ ერთ დღეში, პირადობის მოწმობისა და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, აიღოს 17 000 ლარამდე სამოგზაურო სესხი.
სამოგზაურო სესხის აღება შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარსა და ევროში. სესხის მინიმალური ოდენობა 200 ლარი, 100 აშშ დოლარი ან ეკვივალენტი ევროა, ხოლო მაქსიმალური ოდენობა - 17 000 ლარი ან მისი ეკვივალენტია ევროში.
სესხის მინიმალური ვადა 3 თვე, ხოლო მაქსიმალური - 24 თვეა. მათ, ვისაც ხელფასი ბანკ “რესპუბლიკაში” ერიცხება, სესხი 36 თვის ხანგრძლივობით შეუძლია აიღოს.
სამოგზაურო სესხის საპროცენტო განაკვეთი 18%-დან იწყება. საშეღავათო პერიოდი 2 თვეა.
ბანკი “რესპუბლიკა” მომხმარებელს აგრეთვე მომენტალურ სამოგზაურო სესხს 5 000 ლარის ოდენობით სთავაზობს, რომლის აღებაც 1 საათში ბანკ “რესპუბლიკის” ნებისმიერ ფილიალში და სერვის ცენტრშია შესაძლებელია.

ბეჭდვა