ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან კიდევ 20 მილიონი დოლარი ამოიღო
ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევიდან კიდევ 20 მილიონი დოლარი ამოიღო
16:20 07.08.2017
მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3910 შეადგინა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ეროვნულმა ბანკმა უკვე 40 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ბეჭდვა