საქართველოში ლატარიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაატარებს
 საქართველოში ლატარიას შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი” ჩაატარებს
15:43 04.08.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა.
ამასთან დაკავშირებით უწყებამ განცხადება გაავრცელა.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე უფლებამოსილი პირის გამოსავლენად ტენდერი ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ჯორჯიან ნეიშენელ ლოთთერი”.
აღნიშნული კომპანია იქნება ექსკლუზიური უფლების მფლობელი საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე და იგი საქართველოში ლატარიის ორგანიზებას უზრუნველყოფს 10 წლის განმავლობაში“- ნათქვამია განცხადებაში.


ბეჭდვა