საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ თანამაგზავრული
სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.
კომისიის ინფორმაციით, საპატრიარქოს ტელევიზიის ლიცენზიის სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად – სპეციალიზებული - შემეცნებითი მაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს ტერიტორია.
კომპანია ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით განახორციელებს. ლიცენზიის მფლობელმა მაუწყებლობა დღე-ღამის განმავლობაში მინიმუმ 18 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს, პრაქტიკული საქმიანობა კი, ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს.
