საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
13:15 22.07.2017
მიმდინარე წლის 21 ივლისს, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.

შეხვედრის მთავარ მიზანს საქართველოსა და ტუნისს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ორი ქვეყნის ავიაკომპანიებისათვის ფრენების განსახორციელებლად აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავება წარმოადგენდა.

გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოსა და ტუნისის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი", რაც ორი ქვეყნის მთავრობებს შორის საავიაციო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე, საქართველოსა და ტუნისის ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, მხარეთა ტერიტორიებზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის შეასრულონ რეგულარული და ჩარტერული სამგზავრო და სატვირთო ფრენები ნებისმიერი სიხშირით, შეზღუდვების გარეშე.

საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ტუნისის მხრიდან შეხვედრას ავიაკომპანიები „Nouvelair" და „Tunisair" ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მრხიდან ავიაკომპანიებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია საავიაციო ბაზარზე დაშვების კუთხით არსებულ მოთხოვნებზე და თანმდევ პროცედურებზე.

ბეჭდვა