დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს გააცნობს
  დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებს გააცნობს
10:07 21.07.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების, „ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე დიპლომატებს, საქართველოს საპატიო კონსულებს საზღვარგარეთ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს დღეს ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებს გააცნობს.
„ამბასადორიალი 2017-ის“ ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის თემაზე კონფერენცია წელს პირველად იმართება.
კონფერენცია საწარმო „ჯეოკეპში“ გაიხსნება და იგი დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საკითხებს.





ბეჭდვა