ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
 ეკონომიკის მინისტრის მოადგილე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
13:46 19.07.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს და უკრაინის „ტრასეკას“ ეროვნულ მდივან ვიქტორ დოვგანს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ტრანსპორტის სფეროში, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ასევე განიხილეს ევროპა-კავკასია-აზიის დერეფანში საერთაშორისო ტრანსპორტირების განვითარების საგზაო რუკა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგულარული საბორნე მიმოსვლის და გამჭოლი ტარიფების მნიშვნელობაზე.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ დოვგანი ასევე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძეს, სს “საქართველოს რკინიგზისა“ და ნავსადგურების წარმომადგენლებს.


ბეჭდვა