დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანს ეწვია
 დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანს ეწვია
10:25 19.07.2017
პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია, რომლის დროსაც საქართველოს, აზერბაიჯანისა დათურქეთის საბაჟო ადმინისტრაციათა უმაღლესი დონის სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრის მსვლელობისას მოხსენებას გააკეთებს და თავის აზერბაჯანელ და თურქ კოლეგებთან ერთად საბაჟო სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

სამმხრივი შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო გადაზიდვების მიმართებით საბაჟო თანამშრომლობის განვითარებისპერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს, მინისტრებს ხელს მოაწერენ ერთობლივ დეკლარაციას საბაჟო სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.


ბეჭდვა