საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ პროექტის „ბიზნესისთვის მეგობრული ჩარჩო კანონმდებლობის
მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის თემაზე მრგვალ მაგიდას მოაწყობს.
ღონისძიებას ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გადასახადებისგან თავის არიდებისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხებზე იმსჯელებენ.
პროექტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახორციელებს. ის „სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით ხორციელდება.
