რძის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაშიაშენდება. საწარმორძის, მაწვნის და ყველის წარმოებას
გეგმავს, რისთვისაც საჭირო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს. კომპანია კომპანია წარმოების დაწყებისთვის და ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის342 400ლარის ინვესტირებას აპირებს. ახალ საწარმოში თავდაპირველად 14 ადამიანიდასაქმდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ნედლი რძე“–სყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ არშაში მდებარე 2 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 288 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 657, 63 მლნ.ლარს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11, 634 ადამიანი.
