შპს ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის 20
– 23 თებერვალს თბილისში CONNECT-ის მე-15 ფორუმს უმასპინძლებს.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 500-მდე დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიისა და 250-მდე აეროპორტის წარმომადგენელი. საავიაციო ფორუმის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები განიხილება. საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებებზე.
„ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ირჩევს CONNECT-ს, მას მაქსიმალური შედეგები მოაქვს, რადგან შექმნილია ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული გარემო. ფორუმის დამსწრეთა 95%-ს მიაჩნია, რომ CONNECT-ი ესადაგება ან აჭარბებს მათ მოლოდინს. თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური... ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილს და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მიიზიდავს ახლო აღმოსავლეთის და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს მიიზიდავს“ -განაცხადა „Airport Agency“-ის აღამსრულებელმა დირექტორმა, კარინ ბუტოტიმ.
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდა.
„მოხარულნი ვართ, საქართველოში ვუმასპინძლოთ CONNECT-ის მე-15 საავიაციო ფორუმს. ჩვენი ქვეყანა ახლახანს კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებით, რაც საქართველოსთვის არსებითად ზრდის ფორუმში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას. გვსურს, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანაში დამალული საგანძური, ხელუხლებელი ტურისტული პოტენციალი და მოხარულნი ვიქნებით, CONNECT-ის მონაწილე დელეგატებს სპეციალური ტურები შევთავაზოთ, რათა აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური სილამაზე. ქართული სტუმართმოყვარეობა შესანიშნავ ფონს შეუქმნის ღონისძიების განმავლობაში ახალი კავშირების შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში საავიაციო ფორუმი CONNECT-იც თავის როლს შეასრულებს“ - აცხადებს ქეთევან ალექსიძე.
CONNECT 2018-ის შესახებ
ავიამიმართულების განვითარების ღონისძიება, რომელიც მუშაობს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და საავიაციო სფეროში მოღვაწე სხვა მიმწოდებლებისთვის.
2018 წლის 20-დან 23 თებერვლამდე, CONNECT ფოკუსირებული იქნება საჰაერო სერვისის განვითარებაზე და დელეგატებს სთავაზობს:
- ულიმიტო პირისპირ შეხვედრებს, რასაც თავად დელეგატები აორგანიზებენ ღონისძიების დაწყებამდე;
- CONNECT-ის კონფერენციას, სემინარს და ავიაკომპანიების ბრიფინგ პროგრამას.
CONNECT-ის კონფერენცია შეკრებს ავიაციის სფეროს მნიშვნელოვან წევრებს, რათა განიხილონ არსებული და სამომავლო საკითხები. CONNECT-ის მომხსენებლები სხვა მრავალთა შორის გახლდათ: დევიდ ო ბრაიენი, „რაინეარ“-ის აღმასრულებელი დირექტორი, ადელ ალი, „ეარ არაბია“-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯონ ვითერლი, „ვესტჯეტ“-ის შემოსავლების მენეჯერი.
სემინარები საავიაციო სფეროსა და მიმართულებების განვითარების შესახებ დელეგატებს აწვდის ინდუსტრიის სიახლეებსა და ანალიზს. შერჩეულ ავიაკომპანიებს საშუალება აქვთ, ჩაატარონ ექსკლუზიური ბრიფინგები, რათა აეროპორტებმა სრულად შეისწავლონ კომპანიის პოლიტიკა და გაიგონ, თუ როგორ უნდა მოერგონ მათ მოთხოვნებს.
