ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა
ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა
21:52 06.07.2017
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ტექნოპარკში ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს მელფორდ ნიკოლას უმასპინძლა.


ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ტექნოპარკის ულტრათანამედროვედ მოწყობილი შენობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. მელფორდ ნიკოლა დეტალურად გაეცნო ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას.

ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს აღნიშნულ სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მელფორდ ნიკოლა კერძოს ექტორში სწორედ ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

ინოვაციების სააგენტოს საერთაშიროსო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უცხოელ სტუმარს სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო სააგენტოს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ბეჭდვა