დღეიდან ყველა სახის ფინანსური გარიგება მხოლოდ ლარში მოხდება
დღეიდან ყველა სახის ფინანსური გარიგება მხოლოდ ლარში მოხდება
11:18 01.07.2017
საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, 2017 წლის 1-ლი ივლისიდან, მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანონის მოთხოვნების დარღვევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით ითვალისწინებს შესაბამის სანქციებსა და ჯარიმებს"-აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საქართველოს ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს მეწარმეებს დაიცვან კანონის მოთხოვნები. მეორე მხრივ კი, მიმართავს დაინტერესებულ მომხმარებლებს მათი დაცულობისა და ფასის გამჭვირვალობისათვის, მეწარმისაგან მოითხოვონ ფასის ლარით სრულად გამჟღავნება.


ბეჭდვა