გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში ჩავიდა
გიორგი მღებრიშვილი ახალციხეში ჩავიდა
21:08 30.06.2017
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია.

გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე და საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.

შს მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული მიულოცა.

ბეჭდვა