საქართველო საგადასახადო ადმინისტრაცია IOTA-ს მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს
 საქართველო საგადასახადო ადმინისტრაცია IOTA-ს მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს
17:10 29.06.2017
კიევში, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპულ ორგანიზაციის (IOTA) რიგით 21-ე გენერალური ასამბლეა იმართება, რომელსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი ესწრება.

გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკვე ჩატარდა IOTA-ს პრეზიდენტისა და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს არჩევნები, რომლის წევრადაც, პირველად, საქართველო იქნა არჩეული.

არჩევნებში გამარჯვება, ბოლო დროს შემოსავლების სამსახურში გატარებული რეფორმებისა და IOTA-ს თან ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი აღიარებაა.

ბეჭდვა