პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამ წუთებში ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმის ხვდება, რომელიც
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები იხილავენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო სფეროებში ურთიერთობისა და ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობას განვითარების მიმართულებებს. ავღანეთის მინისტრის ინტერესს ასევე წარმოადგენს საქართველოს წარმატებები რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
