კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა
კომერციული ბანკების აქტივები გაიზარდა
18:17 26.06.2017
მიმდინარე წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 37.6 მლნ ლარით, ანუ 0.1 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.5 პროცენტით) და 29.7 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.
ამ პერიოდისთვის საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ბეჭდვა