საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ამ დროისთვის 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია,
შპს „უვპრინტი“ შეემატება.
შპს "უვპრინტი" 2017 წელს დაარსდა, თუმცა დამფუძნებლებს 10 წლიანი გამოცდილება აქვთ ფართოფორმატიანი ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად, კიპროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კომპანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად ნებისმიერი სახის ზედაპირებზე ფართო ფორმატით შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებას შეძლებს.
საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს და შეძლებს აწარმოოს სხვადასხვა სახის შესაფუთი მასალები გოფრირებული ქაღალდის ან გოფრირებული მუყაოსაგან, მაღალხარისხიანი ნაბეჭდირე პროდუქციები, სანათების მოწყობილობები და ა.შ. ამასთანავე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან ბეჭდვას, როგორც მინის, ასევე კერამიკულ ნაწარმზე.
შპს "უვპრინტი" პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება სსსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 430 000 ლარს შეადგენს.
