ნიკა გილაური დღეს თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება
ნიკა გილაური დღეს თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება
09:08 28.06.2012
ტოკიოში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დღეს თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება.
პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ტოკიოში ქართული დელეგაციაც იმყოფება, რომელშიც ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი და სხვა პირები შედიან.
დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები ბიზნესკონფერენციის ფარგლებში უკვე გამართა.
მათ იაპონელ ბიზნესმენებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
წინასწარი ინფორმაციით, იაპონელი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებითა და ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან.

ბეჭდვა