მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსირდა
მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსირდა
11:32 19.06.2017
მიმდინარე წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,6 პროცენტით.
საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პროცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი). მრეწველობა 16,6% ვაჭრობა 15,3% ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 11,4% მშენებლობა 9,6% სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა 9,0% სახელმწიფო მმართველობა 7,8% ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 6,2% ოპერაციები უძრავი ქონებით 5,7% სხვა დარგები 18,3%.

ბეჭდვა