სასტუმროში ,,ბილტმორი“, დღეს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) დაფინანსებით მიმდინარე
"სოფლის მეურნეობის, მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ახალი საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.
საგრანტო პროგრამისთვის, რომლის მიზანი აგრობიზნესთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობაში სოფლად ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა, დანიის სამეფოს მთავრობამ საქართველოს დამატებით 27 965 000 დანიური კრონა (დაახლოებით 4 100 000 აშშ დოლარი) გამოუყო.
პროგრამის ბენეფიციარები სოფლად მცხოვრები 40 წლამდე ქალები და 35 წლამდე მამაკაცები იქნებიან.
ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება.
