ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 24.2 პროცენტით იმატა
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 24.2 პროცენტით იმატა
00:28 16.06.2017
მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 280.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.
2017 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (44.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (34.5 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.

ბეჭდვა