ქართული ღვინო, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება
 ქართული ღვინო, რომელიც ლიმიტირებულად იწარმოება
12:12 15.06.2017
„ღვარძელაშვილის მარანი” ბაზარზე პირველად 2015 წელს გამოჩნდა, თავისი ახალი (2014 წლის) მოსავლით. მისი დამაარსებელი გიორგი ღვარძელაშვილი 40 წლის ასაკში შეუდგა ამ საქმეს.

"უდიდესი სიფაქიზით ველოლიავები თითეულ მტევანს, თითოეულ ვაზის ძირს და სწორედ ასე იქმნება სახასიათო ღვინოები, რომელიც ორი წელია უკვე საუკეთესოთა შორისაა და ჯილდოს გარეშე არ რჩება"-აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.

ის ნელ-ნელა აფართოებს შემოქმედების არეალს და ყოველ წელს სიახლეს გვთავაზობს. წელს საფერავს და რქაწითელს ჟღიაც მიუმატა, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მხოლოდ 28 ბოთლი ექსპერიმენტის სახით ჩამოასხა.

„ღვარძელაშვილის მარანი“ ყურძენს არ ყიდულობს. საკუთარ ვენახებში, სათემოს ველზე გაშენებულ 42 წლის ვაზს, მხოლოდ ბორდოს ნარევით ამუშავებს. ვენახები კი ურწყავია და ყურძნის შაქრიანობა 28%-ს აღწევს.
„ღვარძელაშვილის მარანი“ აწარმოებს ნატურალურ წითელ და თეთრ გაუფილტრავ ქვევრის ღვინოებს, რომელიც წინანდლის მიკროზონაში, კერძოდ სოფელ „კონდოლში“ მოყვანილი ყურძნის ჯიშისგან მზადდება.
„ღვარძელაშილის მარანის“ ღვინოები სხვადასხვა ხილის საუკეთესო არომატით გამოირჩევა და ლიმიტირებულად მცირე რაოდენობით იწარმოება, რადგან მათი მიზანია არა რაოდენობაა, არამედ ჯანმრთელი, ხარისხიანი ღვინის წარმოება.

2014 წლიდან ელკანას, ხოლო 2017 წლიდან ასოციაცია „ბუნებრივ ღვინოები“-ს წევრები არიან.
გიორგი ღვარძელაშვილი სამომავლოდ იშვიათი ქართული ჯიშების ვაზების გაშენებას აპირებს.


ბეჭდვა