მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3945 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1003 მლნ. აშშ დოლარი იყო (29 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2941 მლნ. აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი).
მოცემულ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
