აფხაზეთის „ბიზნესინკუბატორში" პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
აფხაზეთის „ბიზნესინკუბატორში" პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
09:54 12.06.2017
ქუთაისში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სსიპ „ბიზნესინკუბატორში", თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პოლიმერული ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

,,ბიზნესინკუბატორში" იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეტარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარია, რომელთაც წარმოების პროცესი ,,ბიზნესინკუბატორის“ ხელმძღვანელმა – ალუ გამახარიამ გააცნო.
საწრმო შეუზღუდავად ჩაიბარებს თითქმის ყველა სახის პოლიმერულ ნარჩენს. მათი გადამუშავებით იწარმოება მაღალი ხარისხის მილების რამოდენიმე სახეობა, რომლებიც შემდგომში წყლისა და გაზგაყვანილობისათვის გამოიყენება.

პროექტის მიზანი იმერეთის რეგიონში მცირე ბიზნესის განვითარება, გარემოს დაცვა და დევნილთა დასაქმების ხელშეწყობაა.

ღონისძიებას, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბეჭდვა