საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, დღეს თბილისის Google-ის დეველოპერების ჯგუფი, Google-ის ყოველწლიური კონფერენციის Google I/O-ს ლოკალურ ღონისძიებას - Google I/O Extended-ს უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების დროს სან-ფრანცისკოდან გამოსვლების პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, მოეწყობა ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალი დეველოპერების მიერ შექმნილი ვებ და მობილური აპლიკაციებისა და თამაშების გამოფენა.
ამასთან, Google Apps Developers Challenge გლობალური კონკურსის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიება „ახალი ტექნოლოგიების ცენტრში“ ჩატარდება.
