გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახსნა
18:21 09.06.2017
თბილისში დღეს ხუთვარსკვლავიანი დიზაინ-სასტუმრო „IOTA HOTEL TBILISI“ გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს პრმიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო.

პროექტი კერძო ინვესტიციით შეიქმნა. მისი ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. 90 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობასა და კეთილმოწყობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი.

ბეჭდვა