წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის პირველ
კვარტალში 403.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 3.7 პროცენტით მეტია.
