თბილისში დღეს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნება
თბილისში დღეს კიდევ ერთი ახალი სასტუმრო გაიხსნება
10:03 09.06.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს თბილისში ახალი სასტუმროს The Grove Design Hotel-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრება.

სასტუმრო თამარ მეფის ხიდთან მდებარეობს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობისთვის განხორციელებულია 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულია 53 ადამიანი. სასტუმროს საერთაშორისო მენეჯმენტკომპანია „SolutionsHI” მართავს.
სასტუმროს გახსნის ცერემონია 11.00 საათზე გაიმართება.

ბეჭდვა