„აირზენა“ ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
„აირზენა“ ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის
15:39 27.06.2012
ავიაკომპანია „აირზენა“ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, „აირზენა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ იფრენს.
ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება - ოთხშაბათს და პარასკევს რეისები თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 08:00 საათზე, სამშაბათს და კვირას კი - 14:30 საათზე განხორციელდება. ბათუმიდან თბილისის მიმართულებით ფრენა იმავე დღეებში 22:50 საათზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 130 ლარს შეადგენს.
ამასთან, „აირზენა“ რეისებს თბილისი-მოსკოვი-თბილისისა და ბათუმი-მოსკოვი-ბათუმის მიმართულებითაც ასრულებს. ორი გზის ბილეთი 350 ევრო ღირს, თუმცა, საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, სტუდენტებისა და საპენსიო ასაკის პირებისთვის ფასდაკლება მოქმედებს. თბილისი-მოსკოვი-თბილისისა და ბათუმი-მოსკოვის-ბათუმის მიმართულებით 27 წლამდე ახალგაზრდები და 60 წლის ზევით მოქალაქეები, ბილეთს 30 პროცენტიანი შეღავათით მიიღებენ. ბილეთების შეძენა შესაძლებლია ყველა იმ სააგენტოში, სადაც „აირზენას“ ბილეთები იყიდება. აქცია ნოემბრამდეა ძალაში.
კიევის მიმართულებით კი, „აირზენა“ ყოველდღიურად დაფრინავს. ავიაკომპანია რეისებს ამსტერდამის, ვენის და პარიზის მიმართულებითაც ასრულებს.

ბეჭდვა