ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის კავშირის
(IRU) გენერალურ მდივანს, უმბერტო დე პრეტოს შეხვდა. მხარეებმა TIR პროცედურების კომპიუტერიზაციის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ქართული მხარი სრეგიონულ პილოტურ პროექტში ჩართვასთან დაკავშირებით. პროექტი საქართველოს, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის,TIR ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლას შეეხება. პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქვეყნებშიე.წ. e-TIR დერეფნის შეიქმნება და შესაბამისად, TIR წიგნაკებს ელექტრონული სერვისები ჩაანაცვლებს, რაც აღნიშნუულ ქვეყნებს შორის ტვირთების მიმოსვლის პროცედურებს გაამარტივებს და დაჩქარებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციისTIR სამდივნო აქტიურად უჭერს მხარს TIR წიგნაკების ეტაპობრივად, ელექტრონული ბარათებით ჩანაცვლებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველო, თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად, ჩაერთო პილოტურ პროექტში, რომელიც უახლოეს მომავალში საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ამოქმედდება.
