„საქართველოს ფოსტამ“ მიმდინარე წლის მაისის თვეში უნივერსალურ მომსახურებაში შემავალი საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობის
85%-ზე მეტი ადრესატისთვის 3 (სამ) სამუშაო დღეში ჩაბარება უზრუნველყო. ამასთან, წერილობითი კორესპონდენციის ნაწილში 10%-ით, ხოლო ამანათების ნაწილში კომპანიის შიდა ხარისხობრივ სტანდარტს7%-ით გადააჭარბა.
„საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი/მიღებული საფოსტო გზავნილების რაოდენობის მუდმივად იზრდება. მიმდინარე წლის მაისის თვეში, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 461000 ერთეულს გადააჭარბა.
„საქართველოს ფოსტამ“ დადგენილ ვადაზე ადრე შეძლო 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის შესრულება.
ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დანართი XV-C -ის (საფოსტო და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული წესები) შესაბამისად, საქართველომსაფოსტო ოპერაციების ევროპულ სტანდარტთან დაახლოების ვალდებულება აიღო"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
პირობის შესრულების მიზნით, საქართველო ვალდებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში 1997 წლის 15 დეკემბრის ევროპარლამენტის და საბჭოს 97/67/EC დირექტივა- ევროკავშირის საფოსტომომსახურების შიდა ბაზრის განვითარების და მომსახურების ხარისხისგაუმჯობესების საერთო წესების შესახებშეასრულოს.
„საქართველოს ფოსტამ“ 97/67/EC დირექტივით განსაზღვრული ზოგიერთი ხარისხობრივი სტანდარტის შესრულებადადგენილვადაზე ადრე შეძლო.
