თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-მა დაიწყო.
საჰაერო მიმოსვლა 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
აღნიშნულ საჰაერო ხაზზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 2 ივნისს შეასრულა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე თვეში მიენიჭა.
ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები „Georgian Airways", "ATA Airlines", "Qeshm Air", „Zagros Airlines" და "TABAN Airlines" ასრულებენ.
