"WinExpo-Georgia 2017“-თან დაკავშირებით ხვალ საინფორმაციო პრესკონფერენცია გაიმართება
"WinExpo-Georgia 2017“-თან დაკავშირებით ხვალ საინფორმაციო პრესკონფერენცია გაიმართება
20:22 06.06.2017
თბილისში 9-11 ივნისს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა "WinExpo-Georgia 2017“ გაიმართება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ 11.00 საათზე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“, მე-3 პავილიონში პრესკონფერენციას გამართავენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და „ექსპო-ჯორჯიას“ პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო გამრეკელი.
WinExpo-Georgia 2017 კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრია წარმოდგენილი.

ბეჭდვა