თბილისში ხვალ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნება
 თბილისში ხვალ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიხსნება
20:09 06.06.2017
სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში, ხვალ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენცია და გამოფენა გაიხსნება.
ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბის კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 180 წევრი საბაჟო ადმინისტრაცია, საზღვრის მართვაში ჩართული სხვადასხვა უწყება, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
კონფერენციისა და გამოფენის ფარგლებში საქართველოს 500 სტუმარი ეწვევა.
ღონისძიება 10:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა