ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას
(EA BLA) ხელი მოეწერა.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება.
"ეს მიღწევა გააადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება"-განაცხადა პრემიერმა.
