ქართული დელეგაცია იაპონიაში საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარადგენს
ქართული დელეგაცია იაპონიაში საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარადგენს
10:43 27.06.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელძღვანელობით, ქართული დელეგაცია იაპონიაში გაემგზავრა.
პრემიერი ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს, ხოლო დელეგაცია - დღეს, დღის მეორე ნახევრიდან.
ნიკა გილაური თავის იაპონელ კოლეგას შეხვდება. დაგეგმილია ბიზნესკონფერენცია, სადაც ქართული დელეგაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს წარადგენს.
საუბარი შეეხება საქართველოსა და იაპონიას შორის ბიზნესსფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
წინასწარი ინფორმაციით, იაპონელი ინვესტორები საქართველოს ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებითა და ინფასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან.

ბეჭდვა