აპრილში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა
აპრილში მშპ-ს ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი შეადგინა
11:31 30.05.2017
წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1 პროცენტი, 2017 წლის I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,2 პროცენტი შეადგინა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქსტატი ავრცელებს.
"ეკონომიკის ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასებები იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს"-აცხადებენ საქსტატში.

ბეჭდვა