კომერციული ბანკების აქტივები 0,1 პროცენტით შემცირდა
კომერციული ბანკების აქტივები 0,1 პროცენტით შემცირდა
17:07 25.05.2017
მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.1 მლრდ ლარით, ანუ 0.2 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.1 პროცენტით) და 29.7 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.7 პროცენტია.
2017 წლის 1-ლი მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.

ბეჭდვა