აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან
რამაზ ბოლქვაძესთან და კომპანია „მეტროს“ დირექტორთან რაულ კახიძესთან ერთად ბათუმში ახალი სასტუმროგახსნა.
კიდევ ერთი ბიზნესკლასის სასტუმროს SKY TOWER-ის გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის, ბიზნეს სექტორისა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ 21-სართულიან სასტუმროში 101 ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნომერია განთავსებული, 94 სტანდარტული და 7 ლუქსი. მრავალფუნქციური სასტუმრო უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრით. გარდა ამისა, სასტუმროში საპრეზიდენტო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, კაზინო, ღამის კლუბიდა სხვა ობიექტებია განთავსებული.
სასტუმროს 21-ე სართულზე SKY Bar-ი ტერასით იფუნქციონირებს. სასტუმროს მშენებლობით 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სასტუმროში 90 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობაზე კი დასაქმებული იყო 200 ადამიანი.
"მეტრო ატლას ჯორჯიამ" პროექტი Metrocity Batumi-ს განხორციელება 2015 წლის თებერვალში დაიწყო. პროექტი მიმდინარე წლის 1 ივლისს დასრულდა. პროექტი ორი კორპუსისგან შედგება, სადაც განთავსებულია 464 ბინა, რომლის 65% უკვე გაყიდულია. პროექტის ფარგლებში აშენდა ასევე სასტუმრო EUPHORIA-ც, სადაც 415 სასტუმრო აპარტამენტია. EUPHORIA-ში ასევე მოეწყო საქართველოში ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 1500 ადამიანზეა გათვლილი.
კომპანია "მეტრო ავრასია ჯორჯია" "ინტურისტ ბათუმი"-ს 50%-იან წილს ფლობს. "მეტრო ავრასია ჯორჯიას" შვილობილმა კომპანიამ ბათუმის საერთაშორისო ავტოსადგურის მშენებლობისთვის 14 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, სადაც კომპანიის ინფორმაციით, 250 ადგილობრივია დასაქმებული. ავტოსადგომი ემსახურება, ადგილობრივ და საერთაშორისო მარშრუტებს.
