მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარი- რებული ვაჭრობის გარეშე) 3091 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 788 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (30 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2303 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-აპრილში 1515 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 636 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
