არგენტინა-საქართველოს შორის შესაძლოა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს
არგენტინა-საქართველოს შორის შესაძლოა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდეს
17:03 26.06.2012
ორგანიზაცია „არგენტინის სახლი საქართველოში“ საქართველოსა და არგენტინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მუშაობას იწყებს.  ამ მიზნით დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე არგენტინის სახლის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში არგენტინული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, თუმცა. ექსპორტი არ არის.

იგი განმარტავს, რომ სახლის მიზანია, არგენტინაში საქართველოში წარმოებული პროდუქციის, მათ შორის მინერალური და ალკოჰოლური სასმელების, ჩაის, საკონსერვო და საკონდიტრო პროდუქტის ექსპორტს შეუწყოს ხელი.

ამ მიზნით, არგენტინის სახლი ორგანიზებას უკეთებს საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ბაქოში, სადაც არგენტინულ დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართება. დელეგაციას ვაჭრობის მინისტრი გილერმო მორენო ხელმძღვანელობს.

პატარქალიშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს უკვე გაეგზავნათ. გადაწყდა,რომ ბაქოში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე და უწყების ორი სხვა წარმომადგენელიც მიიღებს. ეკონომიკის სამინისტროდან კი - ელოდება.

პატარქალიშვილის ინფორმაციით, ბაქოში საქართველოში არგენტინის მაღალი რანგის ოფიციალური და საქმიანი წრეების წარმომადგენლების ჩამოსვლის შესახებ წინასწარი მოლაპარაკებებიც გაიმართება. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს არგენტინის პრეზიდენტიც ეწვიოს.


ბეჭდვა