დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება
დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება
10:44 18.05.2017
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.

ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით გიორგი ჩერქეზიშვილი, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი რიჩარდ შენცი გახსნიან.
ბიზნესფორუმი 9:00 საათზე გაიხსნება

ბეჭდვა